ჟანი მეძმარიაშვილი (1925-1989) – საქართველოს დამსახურებული მხატვარი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1953 წელს. 1962-1972 წლებში მუშაობდა საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ, ხოლო 1973 წლიდან იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დირექტორად. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში.

