კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ჯანო ჯანელიძე (დ. 1. I. 1933 წ, სოფელი მარანი, აბაშის მუნიციპალიტეტი, — გ. 2009 წ) –
პოეტი. აფხაზეთის დამსახურებული არტისტი (1968 წ).
ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1951 წელს. ეკუთვნის პოეტური კრებულები „სიცარიელე ძველ სანგრებში“ (1966 წ), „თიბათვე“ (1968 წ), „ოქროსფერი ქვაფენილები“ (1970 წ), „არდავიწყება“ (1972 წ), „იდუმალება“ (1974 წ), „სიზმრის სარკმელი“ (1981 წ), „რჩეული“ (1983 წ), „ეკლიანი გვირგვინები“ (1985 წ) და სხვა.
დევნილობაში მყოფი, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში აფხაზეთის შემოქმედთა კავშირს ხელმძღვანელობდა. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მას შემოქმედებითი საღამო სოხუმის უნივერსიტეტში, 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიუძღვნეს.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments