კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ჯანსუღ ჩარკვიანი (დ. 30 სექტემბერი 1931, სურმუში, — გ. 6 ნოემბერი, 2017, თბილისი) –
პოეტი, ღირსების ორდენის კავალერი. თბილისის საპატიო მოქალაქე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, 1995 და 1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი.
1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მისი პირველი ლექსი 1947 წელს გამოქვეყნდა. 1959 წელს გამოვიდა პოეტის პირველი წიგნი. 1962-63 წლებში იყო ჟურნალ „ცისკრის” პასუხისმგებელი მდივანი, 1963-67 წლებში – ჟურნალ „დილას” მთავარი რედაქტორი, 1967-77 წლებში – ჟურნალ „ცისკრის” მთავარი რედაქტორი, 1977-87 წლებში – საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, ჟურნალ „დროშას” მთავარი რედაქტორი. იყო მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს” დირექტორი, საზოგადოება „თბილისელის” პრეზიდენტი.
გარდაიცვალა 2017 წლის 6 ნოემბერს, 86 წლის ასაკში. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა არჩილ შუშანაშვილმა, რისთვისაც ვუხდით მადლობას.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments