კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ჯანსუღ ღვინჯილია (დ. 14 ოქტომბერი, 1940 — გ. 27 თებერვალი, 2001) —

მწერალი.

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1964 წელს. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1965 წელს, 1982 წლიდან ჟურნალ „ცისკრის“ მთავარი რედაქტორი იყო. მისი პირველი წიგნია „კრიტიკული წერილები“ (1974 წ.), მასვე ეკუთვნის წიგნები: „მდინარება“ (1975), „წერილები“ (1977), „ზომიერების გრძნობა თანამედროვე ქართულ კრიტიკულ აზროვნებაში“ (1979), „ტრადიცია და თანამედროვენი“ (1982), „პოეტური ენერგია“ (1983), „გიორგი სააკაძის პიროვნება“ (1980), „სული აღმაშენებელი“ (1985).
2001 წლის 27 თებერვალს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ჭაბუა ამირეჯიბის საიუბილეო საღამო უნდა გამართულიყო. სცენაზე, მიკროფონთან, ყველას თვალწინ ჯანსუღ ღვინჯილიას მოჭარბებული მღელვარებისგან გული გაუჩერდა. პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის თანმყოლი სამედიცინო პერსონალი უძლური აღმოჩნდა და ყველაფერი მყისიერად დასრულდა, ჯანსუღ ღვინჯილია ტრანსპორტირებისას, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments