კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ჯარჯი ბალანჩივაძე (1941-2011) –
პიანისტი, საქართველოს კამერული ორკესტრის ,,ორფევსის” სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი.
დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია. იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; თსუ-ის ლექტორი. არის ა/კ მუსიკოს-შემსრულებელთა I კონკურსის ლაურეატი; საქართველოს კულტურის სამინისტროს I პრემიის ორგზის ლაურეატი კომპოზიციაში. გამართული აქვს მრავალი სოლოკონცერტი; სურათების გამოფენები თბილისში, სომხეთში, გერმანიასა და ჰოლანდიაში. მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები თბილისსა და გერმანიაში. დაჯილდოებულია ,,ლისტის მედლით” (უნგრეთი 1991), არის რადეფორვალდეს საპატიო მოქალაქე (1996).
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments