ჯემალ ჩახავა (1940-2013) – მწერალი, პოეტი. მისი პოეტური დებიუტი შედგა 1965 წელს, როცა “ცისკარსა” და “განთიადში” პირველი ლექსები გამოაქვეყნა. არის ათი პოეტური კრებულის ავტორი, მათ შორისაა: “მიწავ, ნამიანო”, “განახლებული კოლხეთი”, “რა დრო გასულა”. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


