ჯემალ ღაღანიძე (დ. 21 აპრილი, 1933, თბილისი — გ. 3 თებერვალი, 2023) –
კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1967), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980).
დაიბადა 1933 წლის 21 აპრილს თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. გადაღებულია ფილმებში: „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (1968), „კარდაკარ“ (1960), „ფეოლა“ (1970), „ვინ არის დამნაშავე“, „კაპიტნები“ (1974). 2011 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა ჯემალ ღაღანიძის „ვარსკვლავი“.
გარდაიცვალა 2023 წლის 3 თებერვალს 89 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

