ჯემალ გოკიელი (დ. 4 აგვისტო, 1920, ქუთაისი — გ. 14 აპრილი, 1991, თბილისი)
ქართველი დირიჟორი და პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (1980).
1943 წელს დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია საოპერო-სიმფონიური დირიჟორის სპეციალობით (ოდისეი დიმიტრიადის, მ. სტოლიაროვისა და ალექსანდრე გაუკის კლასები, 1937 წლამდე ერთხანს, ვგენი მიქელაძის კლასშიც მეცადინეობდა). რეპერტუარში ჰქონდა მსოფლიოს კლასიკური და ქართული მუსიკის საუკეთესო ნიმუშები.
იყო ქართველ კომპოზიტორთა მრავალი ნაწარმოების პირველი შემსრულებელი. ავტორია რამდენიმე საორკესტრო ტრანსკრიფციისა. 1956-1985 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო კათედრაზე.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე – ვანო გოკიელი (1899-1972).
