კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ჯემალ ჯაყელი (1928-2020) – პოეტი, მწერალი. ჯემალ ჯაყელი ათეულობით წიგნის ავტორია, სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგედ, აჭარის რესპუბლიკური ბიბლიოთეკის დირექტორად, გამომცემლობა „აჭარის“ დირექტორად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკად, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარედ. იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს 3 მოწვევის დეპუტატი. დაკრძალულია ქედის რაიონის სოფელ კვაშტაში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted