ჯემალ ჭიღვარია (1933-2018)
საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსი. საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი. ღირსების ორდენოსანი.
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1955 წელს; ოდესის საზღვაო ფლოტის ინჟინერთა ინსტიტუტის დაუსწრებელ ფაკულტეტზე ინჟინერ-მექანიკოსის სპესიალობით 1969 წელს. 1972 -1980წწ. ნავსადგურის უფროსის მოადგილედ ექსპლუატაციის დარგში; 1980-1982წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსის მოადგილედ ფლოტისა და ექსპლუიტაციის დარგში; 1982-1991წწ. მოღვაწეობდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსის თანამდებობაზე. მან ძალიან მოხერხებულად გამოიყენა თავისი მენეჯერული და პიროვნული თვისებები და ქართული ფლოტი შეავსო ახალი გემებით. ქართული ნაოსნობის ისტორიაში მისი სახელი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა.
დაკრძალულია ბათუმში. ფერიის საქალაქო სასაფლაოზე.

