კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ჯემალ ჭკუასელი (დ. 18 მაისი, 1935, შემოქმედი — გ. 17 დეკემბერი, 2021, თბილისი) – მომღერალი, ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი 1986-2015 წლებში, სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი. 1970 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიის ფაკულტეტი. 1971-1973 წლებში იყო გარდაბნის რაიონის მთავარი აგრონომი; 1976-1979 წლებში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი; 1979-1986 წლებში ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი დირიჟორი. 1986-2015 წლებში იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის (1999 წლიდან ეწოდა „ერისიონი“) სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი; 2015 წლიდან ანსამბლის მთავარი დირიჟორი. 1997 წლიდან არის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი. პარკინსონის დაავადებისაგან გამოწვეული გართულების შედეგად 2021 წლის დეკემბერში გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც 17 დეკემბერს გარდაიცვალა 86 წლის ასაკში. დაკრძალულია მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments