კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ჯიმი მაისურაძე (1949-1993) –
სამხედრო პილოტი, შავი პოლკოვნიკი. ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი.
ჯიმი იყო ყველაზე კარგი ქართველი სამხედრო პილოტი (ვერტმფრენის). ცნობილი იყო როგორც მეტსახელით “ჩორნი პალკოვნიკ” (შავი პოლკოვნიკი), რომელიც რუსებმა შეარქვეს. მის ბრძოლასა და ვერტმფრენის მართვის უნარე ლეგენდები დადიოდა. იბრძოდა აფხაზეთის ომში, სადაც გმირული მოქმედებებით რამდენიმე ბრძოლის ბედი შემოატრიალა ჩვენს სასარგებლოდ. დაიღუპა აფხაზეთში, 1992 წლის 26 დეკემბერს, როცა მისი “მი-24” გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით ჩამოაგდეს.
დაკრძალულია სოფელ გიორგეთის სასაფლაოზე, ლაგოდეხთან ახლოს. დაკრძალვიდან ცოტა ხანში მისმა მეგობარმა მფრინავმა ერთ-ერთი საბრძოლო ვერტმფრენი ააფრინა და საფლავზე დასვა.
       
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments