გიორგი „ჟორა“ შავგულიძე (დ. 16 ნოემბერი, 1910, ქუთაისი — გ. 13 აპრილი, 1959, თბილისი) – ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1955), საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1952), დაჯილდოებულია ორი ორდენით და მედლებით. 1928 წელს, სკოლის დამთავრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ქუთაის-ბათუმის თეატრის დასში მუშაობდა. ორ წელიწადში თეატრი თბილისში გადმოვიდა. დაიღუპა ტრაგიკულად 1959 წლის 13 აპრილს. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია ლიზა ვაჩნაძე (1910-204) – საქართველოს დამსახურებული არტისტი.

