კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ჯოვანი ვეფხვაძე (1949-2015)
მხატვარი.
1967 წელს იგი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1973 წელს. მისი სადიპლომო ნამუშევარი გახდა “ბექა ოპიზრის სახელოსნოში” რომელიც შექმნა ცნობილი ქართველი მხატვრის კოკი მახარაძის ხელმძღვანელობით. 1973 წელს ჩაირიცხა სსრკ-ს სამხატვრო აკადემიის შემოქმედებით სახელოსნოში, სსრკ-ს სახალხო მხატვრის უჩა ჯაფარიძის კლასში, რომელიც დაამთავრა 1977 წელს საანგარიშო ნამუშევრით “გელათის ტაძრის რესტავრაცია”. 1973 წლიდან იღებს მონაწილეობას როგორც რესპუბლიკურ, ასევე საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში.
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია – ვანო ვეფხვაძე (1888-1971) – საქართველოს სახალხო მხატვარი.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments