ჯუანშერ ვათეიშვილი (1931-2019) –
პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1954 წელს. 1958 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში (პრეზიდენტის თანაშემწედ, განყოფილების გამგედ). 1960-1962 წლებში-ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლიგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში (1962-1964 წლებში იყო სწავლული მდივანი). 1985 წლიდან მოსკოვის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი მუზეუმის დირექტორი, 1988 წლიდან-გერმანიის სამეცნიერო საზოგადოების “გიორესგეზელშაფტის” (ქ. კიოლნი) ნამდვილი წევრი. 1992 წლიდან ხელმძღვანელობდა მოსკოვში თავისავე დაფუძნებულ ალექსანდრე და პეტრე ბაგრატიონების სახელობის საერთაშორისო ფონდს, 1996 წლიდან კი ამსტერდამში ნიკოლაას ვიტსენისა და ალექსანდრე ბაგრატიონის სახელობის ქართულ სამეცნიერო-კულტურულ ცენტრ “გეორგიკას”.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

