ჯუმბერ ინწკირველი (1925-1973)
შორეული ნაოსნობის კაპიტანი.
საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე, სწავლა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელში განაგრძო. სასწავლებლის გემთწამყვანობის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ კი ზღვაში საქმიანობა შორეული ანტარქტიდის ვეშაპმჭერ ფლოტილიაში დაიწყო.
თავდაპირველად კაპიტნის თანაშემწედ ცურავდა სახელოვან გემებზე – «Слава» და «Советская Украина»… დაუსწრებლად სწავლობდა და დაამთავრა ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი(ОВИМУ) და მოგვიანებით თავად გახდა ვეშაპმჭერი გემის – „Грозный»-ს კაპიტანი…
ჯუმბერ ინწკირველი 1967 წელს საქართველოში დაარსებული საზღვაო სანაოსნოს სათავეებთან იდგა.. იგი გახლდათ ახლადდაარსებული სანაოსნოს ერთ-ერთი ახალი გემის, ტანკერ „Аспиндза»-ს შტატიანი კაპიტანი… სწორედ ამ გემზე, რეისში ყოფნისას გარდაიცვალა იგი იტალიის ერთ-ერთ ნავსადგურში, გარდაიცვალა უდროოდ, 47 წლის ასაკში, 1973 წლის 3 ნოემბერს… დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.
ტექსტი და სურათი აღებულია ბატონ პაატა ტაბაღუას გვერდიდან “საქართველო საზღვაო ქვეყანაა”, საფლავის ფოტო გადაღებულია ჩვენს მიერ.

