კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ჯურხა ნადირაძე (1929-1994)

არქეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1959 წელს.

1961 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ხელოვნების მუზეუმში; ამავე წელს საჩხერის რაიონის სოფელ საირხეში მიაკვლია VI-I დათარიღებულ ნამოსახლარს და ფალიურ კულტთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მასალას; 1967 მისი ხელმძღვანელობით ყვირილის ხეობის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ საჩხერეში, ადგილ მოდინახეზე, აღმოაჩინა ბრინჯაოს ხანის უნმიშვნელოვანესი ძეგლები, რომლის მეშვეობით საჩხერის რეგიონი მიჩნეული იქნა ბრინჯაოს მეტალურგიის წარმოების უძველეს ცენტრად; 1982 წლიდან ჯ. ნადირაძემ აღმოაჩინა და შეისწავლა საირხის არისტოკრატიული ფენის სამაროვანი, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ოქრომრავალი კოლხეთის ბრწყინვალე საიუვილერო ხელოვნების მაღალი კულტურა; ჯ. ნადირაძის სახელთანაა დაკავშირებული მცხეთიჯვრის (ხაშურის რაიონი), სვერის ციხისა და ჯიეთის (ორივე ჭიათურის რაიონი) არქეოლოგიური ძეგლების აღმოჩენა, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვთ ქართველ ტომთა რელიგიური, კულტურული და  პოლიტიკური ისტორიის შესწავლისათვის; მან დიდი როლი შეასრულა არქეოლოგიური მეცნიერების პოპულარიზაციის საქმეში, საფუძველი ჩაუყარა სამეცნიერო ინფორმაციის მხატვრულ ენაზე გადმოცემის  ტრადიციას.

დაკრძალულია საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში. საფლავის ფოტოს მოწოდებისათვის უღრმესი მადლობა ქალბატონ ნინო მაჭარაშვილს…
   

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments