კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ცეცილია კალანდაძე (1914-2001) – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიი ფაკულტეტი 1938 წელს. 1937-1938წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ბიბლიოგრაფიული განყოფილების გამგედ; 1939-1941წწ. თსუ ისტორიის კათედრის ასპირანტი; 1934-1945წწ. იმელის საქართველოს ფილიალში მეცნიერ თანამშრომლად; 1945-1950წწ. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული მეორე მსოფლიო ომის ისტორიის შემსწავლელი კომისიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1948-1949წწ. მივლინებული იყო მოსკოვში საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის დოქტურანტურაში; 1950 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1969 წლიდან იყო ინსტიტუტის საკვალიფიკაციო საბჭოს სწავლული მდივანი; 1996 წლიდან აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის ხალხებთან საქართველოს ურთიერთობის განყოფილების გამგე; დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა იგორ კეკელიამ.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments