კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

კალე ბობოხიძე (1904-1982)
პოეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1929 წელს. 20 წლის ასაკში ჟურნალ “პროლეტარულ მწერლობაში” გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი “მეზღვაური”, რამაც პოპულარობა მოუტანა. მოგვიანებით გამოსცა პირველი კრებული “ინდუსტრიული ლირიკა”, აღსანიშნავია ავტობიობრაფიული კრებული “რა მაწუხებდა, რა მახარებდა”; სხვადასხვა დროს მუშაობდა მასწავლებლად; იყო სახელმწიფო გამომცემლობის რედაქტორი, დიდი ღვაწლი დასდო საქართველოში საგამომცემლო საქმის განვითარებას; მან პირველმა გამოსცა ლ. ასათიანისა და ტ. გრანელის კრებულები, რისთვისაც საყვედური გამოუცხადეს და თანამდებობიდან გაათავისუფლეს; მის ლექსზეა დაწერილი სიმღერა “სავარდო და სამაისო”; თარგმნილი აქვს პუშკინის, ლერმონტოვის, შევჩენკოს, ისააკიანის, მაიაკოვსკის, ტიხონოვის, იან კუპალას, ბაჟანის შემოქმედება; პოეტი 40 წიგნის ავტორია, თარგმნილია არაერთ უცხოურ ენაზე; იგი ითვლებოდა ასევე ექსპრომტის უბადლო ოსტატად და თანამედროვენი მას მიაწერენ სიტყვა “ფუნაგორიის” ავტორობას.
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია მეუღლე – პოეტი ვერა შუბლაძე (1913-1957) და შვილი – მხატვარი მანანა ბობოხიძე (1941-2011).
         
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments