კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

კალისტრატე (კალე) სალია (დ. 26 აგვისტო, 1900, სოფ. ჯგალი, ახლანდელი წალენჯიხის რაიონი — გ. 25 ივლისი, 1986, პარიზი)
მეცნიერი, ქართველოლოგი, ისტორიკოსი.
1919 წელს დაამთავრა ხაშურის გიმნაზია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მან სწავლა განაგრძო ჰალეს უნივერსიტეტის იურიდიულ და ეკონომიურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 1924 წელს გადავიდა პარიზში და სორბონის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1927 წელს წარმატებით დაიცვა ბაკალავრის დიპლომი.
სალიების არქივებში შემონახულია მრავალი ქართველი მეცნიერის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის პირადი არქივები. კალისტრატე და ნინო სალიებმა საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტს საჩუქრად გადასცეს 1400-ზე მეტი ძვირფასი წიგნი ფრანგულ, ინგლისურ,გერმანულ, იტალიურ, ბერძნულ, ესპანურ, ლათინურ და სხვა ენებზე. დღეს ინსტიტუტში გახსნილი ნინო სალიას სახელობის ბიბლიოთეკით ბევრი მეცნიერი სარგებლობს. 1984 წელს გამოვიდა ჟურნალის „ბედი ქართლისა“ უკანასკნელი ნომერი. ამის შემდეგ კალისტრატე სალიას დიდხანს არ უცოცხლია.
1986 წელს იგი პარიზში გარდაიცვალა, მაგრამ ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი გადმოასვენეს და ქართულ მიწას მიაბარეს.
დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments