კაპიტონ რუსიძე (1919-1996) –
მწერალი.
დაბადების ადგილი: სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთის რაიონის. გამოცემული აქვს ლექსთა კრებულები – “მეთვრამეტე გაზაფხული” (1939), “მამული გვეძახის” (1943), პროზაული ნაწარმოებები: “იწერებოდა სიახლით” (1944), “ყედირ დედე” (1945), “გამარჯვება” (1947), “ნოველები” (1949), “სარფს გაღმა” (1951), “ორი ნაპირი” (1953), “მოუსვენარი ადამიანები” (1956), “ბეწვის ხიდზე” (1957), “ნაზიბროლა” (1958), “კაჟის ნატეხი” (1961), “ჭიდილი მთებში” (1964). მუშაობდა გაზეთ “საბჭოთა აჭარის” რედაქციაში.
დაკრძალულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ირაკლი გუჯაბიძემ, რისთვისაც ვუხდით მადლობას.

