კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

კარლო კალაძე (დ. 16 მარტი, 1907, სოფ. ეწერი,  სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 10 დეკემბერი, 1988, თბილისი) – დრამატურგი, პოეტი. სწავლობდა ჯერ ქუთაისის რეალურ სასწავლებელში, შემდეგ – თბილისში. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1920 წელს ახალგაზრდულ პრესაში. 1924 წელს რედაქტორობდა ჟურნალ “პროლემაფს”. 1927-1930 წლებში იყო თეატრის დირექტორი. 1931 წელს მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა ლიტერატურული გაზეთი “სიტყვა და საქმე”. 1924 წელს ჩამოყალიბებული ახალგაზრდა პროლეტარული მწერლების ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. აქტიური როლი შეასრულა მწერალთა კავშირის შექმნაში. 1968-1977 წლებში მუშაობდა გამომცემლობა “მერანის” დირექტორად. მისი ლექსების პირველი კრებული დაიბეჭდა 1926 წელს, ამავე წელს გამოქვეყნდა პიესა “ტრაღედია ოხ”. 1928 წელს ქუთაისის თატრში,  დაიდგა პიესა “როგორ”, ხოლო 1929 წელს პიესა “ხატიჯე”. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია გულნარა ჯაფარიძე (დ. 27 თებერვალი, 1917, ყვარელი — გ. 4 თებერვალი, 1978, თბილისი) — ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments