ქართლოს კასრაძე (დ. 27 აგვისტო, 1926 — გ. 2005) — მსახიობი და მწერალი. დაიბადა 1926 წლის 27 აგვისტოს. 1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1944 წლიდან გამოდის პროფესიულ ესტრადაზე, როგორც სალაპარაკო ჟანრის მსახიობი, კონფერანსიე. 1988 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, ხოლო 1997 წელს ქართული ესტრადის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის — ღირსების ორდენი. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.მასთან ერთად დაკრძალულია დავით კასრაძე (1885- 1965) – კრიტიკოსი, მთარგმნელი, მწერალი და თალიკო ჯაველიძე.

