კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიორგი (კახა) კახაბრიშვილი (დ. 1946, თბილისი — გ. 20 მაისი, 2021) – რეჟისორი და სცენარისტი. ღირსების ორდენის კავალერი. 1972 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1970-1975 და 1988–1994 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში რეჟისორად, 1975-1988 წლებში კი – მთავარ რეჟისორად. 1994-1999 წლებში საქტელერადიოკორპორაციის თავმჯდომარის მოადგილე იყო, 1999-2004 წლებში გაერთიანება „თეატრონის“ ხელმძღვანელი. 1995 წელს დააარსა „საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტი“, რომლის რექტორი იყო 2006-2013 წლებში. გარდაიცვალა 2021 წლის 20 მაისს. დაკრძალულია მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments