კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

კახი ასათიანი (დ. 1 იანვარი, 1947, თელავი — გ. 20 ნოემბერი, 2002, თბილისი) –
ფეხბურთელი, ნახევარმცველი. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. 1968 წლის ევროპის ჩემპიონატისა და 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1967). საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელი (1978).
სამჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ერთხელ აღიარებული იყო სსრ კავშირის წლის საუკეთესო ნახევარმცველად. 2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — კახი ასათიანს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.
2002 წლის 20 ნოემბერს, თბილისში, დაუდგენელმა პირებმა კახი ასათიანი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.
 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments