კახი კავსაძე (დ. 5 ივნისი, 1935, თბილისი — გ. 27 აპრილი, 2021, თბილისი) – კინოსა და თეატრის მსახიობი. შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის წამყვანი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1981). შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. დაკრზალულია საბურთალოს ზედა პანთეონში. წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში. მასთან ერთად დაკრძალულია ბელა მირიანაშვილი (1938-1992) – საქართველოს დამსახურებული არტისტი.


