ქეთევან ირემაძე (დ. 8 სექტემბერი, 1912, თბილისი — გ. 19 აგვისტო, 1945) – მწერალი, მთარგმნელი. 1931 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. ხალას ნიჭთან ერთად გამოირჩეოდა უდიდესი შრომისმოყვარეობით. მან მკითხველს გააცნო რუსი და ევროპელი კასიკოსების ქმნილებები. მან ქართულად აამეტყველა აბატ პრევეტოს „მანონ ლესკო“, ბალზაკის „ოცდაათი წლის ქალი“, დიდროს „რამოს ძმისწული“, მერიმეს „კარმენი“, დიუმას „ქალი კამელიებით“, კოსტანის „ადოლფი“, ტანიანოვის „კიუხლია“ და სხვა. მას დაწერილი აქვს მონოგრაფიები. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.


