კიაზო ნადარეიშვილი (1929-2010) – ექიმი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1953 წელს. 1953-1957წწ. იყო საბჭოთა საოკუპაცოი ჯარში მედიცინის სამსახურის ოფიცრის სხვადასხვა თანამდებობაზე; 1957-1960წწ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1960-1976წწ. ლაბორატორიის სექტორისა და განყოფილების გამგე; 1976-1990წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1990-2005წწ. რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი. აროს 200–ზე მეტი ნაშრომის, 12 მონოგრაფიის და 5 გამოგონების ავტორი. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მასთან ერთად განისვენებს მეუღლე – ლატავრა ფოჩიანი (დ. 16 ივლისი, 1939, ლექსურა, ლენტეხის რაიონი — გ. 28 ოქტომბერი, 2011) – ცნობილი მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი.

