კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

კირიაკ ზავრიევი (1891, თბილისი — გ. 14 დეკემბერი, 1978) – მეცნიერი სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის დარგში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დამსუძნებელი-აკადემიკოსი (1941). საქართველოს  მეცნიერების და ტექნიკის სამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტი 1914 წელს. 1914-1915წწ. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტში; 1918-1919წწ. – ოდესის, 1921-1930წწ. – თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტებში. 1931-1959წწ. მუშაობდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში. 1947 წლიდან გარდაცვალებამდე სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დირექტორი იყო. ხელმძღვანელობდა ბეტონის სპეციალისტთა ამიერკავკასიის სკოლას. ავტორია რუსეთსა და ამიერკავკასიაში აგებული მრავალი დიდი ხიდის პროექტებისა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments