კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

კირილე მაჭარაძე (1884-1967) – საქართველოს დამსახურებული არტისტი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა თბილისის კერძო სამხატვრო სასწავლებელში (1908-1911). თეატრალური მოღვაწეობა დაიწყო 1904 წლიდან ხონში მისივე ინიციატივით ჩამოყალიბებულ დრამატულ წრეში. წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრში: ქუთაისის (1909-1912), ჭიათურის (1913-1914). 1914-1919წწ. არმიაში გაიწვიეს. 1919-1920წწ. მუშაობდა ფოთის, ხოლო 1921-1930წწ. ბათუმის თეატრებში. 1930 წლიდან დაიწყო მსახიობობა საქართველოს კინოსტუდიაში. 1943-1945წწ. მუშაობდა თბილისის სანკულტურის თეატრში.  გადაღებულია 10-ზე მეტ ფილმში. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments