კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

კირილე უკლება (1913-1997) – მეორე მსოფლიო ომის გმირი. გვარდიის მაიორი. საქართველოს დამსახურებული ინჟინერი.
დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1939 წელს. მუშაობდა ქ. არხანგელსკში. 1941 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში. 1942 წლიდან მოქმედ არმიაში იყო. იბრძოდა ჩდილო-დასავლეთის, ვოლხოვისა და ბელორუსიის I ფრონტებზე. მდინარეების ვარტასა და ოდერის გადალახვისას გამოჩენილი მამაცობისათვის საბჭოთა გმირის წოდება მიენიჭა; 1946-1976წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ “ამიერკავკასმეტალურგმშენის” სამშენებლო სამმართველოსა და ამავე სამინისტროს N18 სამშენებლო ტრესტს; იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული წყალსამეურნეო ობიექტების მშენებლობის მთავარი სამმართველოს “საქმთავარწყალმშენის” უფროსის მოადგილე; მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში “საქმთავარწყალმშენის” სისტემის, ასევე, ქ.რუსთავისა და ქ. თბილისის სამრეწველო, სამოქალაქო და ჯანმრთელობის დაცვის ობიექტებს, მათ შორის, სასტუმრო “აჭარას” (თბილისში) მშენებლობაში; დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში მელიორაციული მშენებლობისთვის ანაკრები რკინაბეტონის კონსტრუქციების წარმოებისა და დანერგვის საქმეში; დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონის მარცხენა მხარეს.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments