კირილე ზდანევიჩი (1892 – 1969)
ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი, ილუსტრატორი, აფიშების მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი,საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
სწავლობდა:1911-1912წ. თბილისის გიმნაზიაში და ფერწერის და ხატვის სასწავლებელში ი. ფოგელისა და ნ. სკლიფასოვსკის ხელმძღვანელობით.1912 წ. საკტ-პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში.1920წ. გ. გურჯიევის ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტში.
გატაცებული იყო ნეოპრიმიტივიზმით.1939-1940 წწ-ში მუშაობდა მოსკოვის თეატრებში.1949-1957წ-ში რეპრესირებული და გადასახლებული იყო ვორკუტაში. ათი წლის შემდეგ ის თბილისში დაბრუნდა მოხუცი და ავადმყოფი.
1966წ-ს გაემგზავა პარიზში, ძმასთან, ილია ზდანევიჩთან.
დაასაფლავეს თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში 1969 წელს.

