კიტა ბუაჩიძე (დ. 21 სექტემბერი, 1914, სოფ. ფარცხნალი, ხარაგაულის რაიონი — გ. 2000) — დრამატურგი. 1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.ამავე წელს იყო ეჭვმიტანილი ანტისაბჭოთა შეთქმულებაში მონაწილეობაში, რის გამოც შვიდი წლით გადასახლება მიესაჯა. მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა 1927, პირველი პიესა დაიდგა 1931 წელს თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში. ქართულ სცენაზე დაიდგა აგრეთვე მისი შემდგომი კომედიები: „მკაცრი ქალიშვილები“, „ვარდი ასფურცლოვანი“, „ოქრო კაცი ბეწვის ხიდზე“, „ეზოში ავი ძაღლია“, „ამბავი სიყვარულისა“ (1956, 1958, რუსთაველის სახელობის თეატრი) და სხვა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


