კლოდ დე კემულარია (დ. 22 მარტი, 1922, პარიზი — გ. ნოემბერი, 2016) –
დიპლომატი, ეკონომისტი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი, საზოგადო მოღვაწე.
დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და პარიზის პოლიტიკური მეცნიერების უმაღლესი სკოლა. მას მინიჭებული ჰქონდა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი (1982), 1982–1984 წლებში იყო საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდებში. 1957–1980 და 1984–1987 წლებში მსახურობდა გაეროში. იყო გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე, სამდივნოს უფროსი და პირადი წარმომადგენელი, საინფორმაციო სამსახურის დირექტორი ჟენევაში, საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში. 1985–1986 წლებში ორჯერ აირჩიეს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ, საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა მიტერანის მრჩეველი საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა დარგში (1981–1982). საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი ბანკის, “პარიბას” პრეზიდენტი (1988–1998).
დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა რევაზ კემულარიამ, რისთვისაც ვუხდით მადლობას.

