სოსო (კობა) აბზიანიძე (დ. 6 აგვისტო, 1965, თბილისი — გ. 3 ნოემბერი, 1992, სოფ. შრომა, ახლანდ. სოხუმის მუნიციპალიტეტი) – საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლი, თადარიგის ლეიტენანტი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. დეტექტიურ საზოგადოება „დეტას“ ინსპექტორი. იბრძოდა აფხაზეთის ომში, სპეციალური დანიშნულების ასეულში. დაიღუპა სოფელ შრომასთან სასიკვდილოდ დაჭრილი მეგობრის გამოყვანის დროს. დაკრძალულია საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე.

