კოკა იგნატოვი (1937-2002) –
საქართველოს სახალხო მხატვარი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1962 წელს. 1964-1969წწ. იყო სპეციალური სამხატვრო-საკონსტრუქტორო ბიუროს, 1970-1973წწ. საქართველოს ტელევიზიის მხატვრული გაფორმების სექტორის მთავარი მხატვარი; 1984 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი და მონუმენტური ფერწერის სახელოსნოს ხელმძღვანელი; 1962 წლიდან ჩაება საგამოფენო საქმიანობაში; ქმნიდა დაზგური ფერწერის და გრაფიკის, მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებს, ილუსტრაციებს; მოღვაწეობდა თეატრსა და კინოში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
