კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

კოლაუ ნადირაძე (დ. 9 მარტი, 1895, ქუთაისი — გ. 28 ოქტომბერი, 1990) – პოეტი, „ცისფერყანწელთა ორდენის“ წევრი. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. მოისმინა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი. პირველი ლექსი „ავზნიანი ქალაქი“ დაბეჭდა 1916 წელს ჟურნალ „ცისფერ ყანწებში“. იყო ქართველ სიმბოლისტთა ჯგუფის აქტიური წევრი. პირველი წიგნი „ბალდახინი“ გამოსცა 1919 წელს. საგანგებოდ აღნიშვნის ღირსია ლექსი „წიწამურიდან საგურამომდე“. 1985 წელს საუკენეს მიღწეული პოეტი გაკრიტიკებული იქნა პოეტურ კრებულში ლექსის „25 თებერვალი 1921 წელს“ დაბეჭდვის გამო, რომელსაც მკაცრი „პარტიული“ შეფასება მისცეს და მონათლეს „დიდი ოქტომბრის რევოლუციის შეურაცხყოფად“. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments