კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ (კოლია) მხატვარი (1937-1975) – შორეული ნაოსნობის კაპიტანი. 1937 წლის 16 ივნისს დაიბადა, ქალაქ ბათუმში. ზღვისპირა ქალაქში დაბადებულ ნიკოლოზს, მრავალი მისი თანატოლის მსგავსად ბავშვობიდან ზღვისკენ ეჭირა თვალი, ამიტომაც ბევრი არ უფიქრია და ბათუმის 5 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მშობლიური ქალაქის საზღვაოსნო სასწავლებელში განაგრძო, რომელიც 1960 წელს დაამთავრა . 1961 წელს განაწილებით ოდესაში მოხვდა და შავი ზღვის სანაოსნოს გემებზე – «КУРА»-სა და „ЧЕРНИГОВ» -ზე დაიწყო ცურვა. 1963 წელს, უკვე შორეული ნაოსნობის შტურმანი ნიკოლოზ მხატვარი სამშობლოში ბრუნდება და ცურვას თავდაპირველად ბათუმის თევზჭერის სამმართველოს გემებზე იწყებს. მოგვიანებით იგი ფოთში გადადის და ზღვაში საქმიანობას იქ ახლად დაარსებული საქართველოს საოკეანო თევზჭერის სამმართველოს ტრაულერ «ШОТА РУСТАВЕЛИ»-ს (1964) კაპიტნის მეორე თანაშემწედ განაგრძობს. მომდევნო 1965 წელს იგი საოკეანო ტრაულერ „ТБИЛИСИ»-ს კაპიტნის უფროსი თანაშემწეც ხდება… 1966 წელს ნიკოლოზ მხატვარი ტრაულერ «РУСЛАН»-ის კაპიტნად ინიშნება და მას შემდეგ გარდაცვალებამდე არ მიუტოვებია ზღვა, შორეული ნაოსნობა და კაპიტნის ხიდურა.. მომდევნო წლებში გამოცდილი შორეული ნაოსნობის კაპიტან-დირექტორი მეთაურობდა საოკეანო ტრაულერებ-ს : «ОКТЯБРЬСКОЕ» -ს(1968), «ТБИЛИСИ» (1970), «ШОТА РУСТАВЕЛИ» (1971), «САЛХИНО»-სა (1974), და «САКАРТВЕЛО»-ს (1975) ეკიპაჟებს. ქართველ თევზმჭერ-მებადურ ზღვაოსანთა ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი – ნიკოლოზ მხატვარი გარდაიცვალა 1975 წელს, სრულიად ახალგაზრდა 38 წლის ასაკში. დაკრძალულია ბათუმში. ფერიის სასაფლაოზე. ტექსტი და სურათი აღებულია გვერდიდან https://www.facebook.com/P.TABAGUA/?fref=ts . საფლავის ფოტო გადაღებულია ჩვენს მიერ.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments