კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ თევზაძე [9 (22). V. 1908, ქუთაისი, – 24. I. 1985, თბილისი] –
გეოდეზისტი და მარკშაიდერი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1962), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967).
დაამთავრა თსუ-ს სოც.ეკონ. ფაკტი (1930) და საქართვ. ინდუსტრიული ინტის სამშ. ფაკტი (1936). 1941–85 იყო სპი-ის (ამჟამად სტუ) საინჟ. გეოდეზიისა და მარკშაიდერიის კათედრის გამგე. ავტორია საინჟ. გეოდეზიის ათტომიანი სახელმძღვანელოსი (1974–85), რ-შიც მოცემულია გეოდეზიისა და მარკშაიდერიის ძირითადი საკითხები. ამ ნაშრომისათვის მიენიჭა საქართვ, სახელმწ. პრემია (1988). მისი შრომების საფუძველზე ჩამოყალიბდა ახ. სპეციალობა – `საინჟინრო გეოდეზია”. ხელმძღვანელობდა და უშუალოდ მონაწილეობდა რთული გეოლ. პირობების მქონე თბილ. მეტროპოლიტენის, სპორტის სასახლის და მსოფლიოში უნიკალური ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის გეოდ. საფუძვლის პროექტირებასა და მის განხორციელებაში.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია მერაბ თევზაძე (1939-2011) – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საინჟინრო გეოდეზიის ეროვნული სამეცნიერო სკოლის წინამძღოლი.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments