კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

კონსტანტინე მეძველია (1907-1974წწ.) – ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, პროფესორი. 1926 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, ფილოლოგიის განხრით, რომელიც 1930 წელს წარჩინებით დაამთავრა და დატოვეს ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე ასპირანტად. 1933 წლიდან მეძველია ახლად გახსნილ ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში მოღვაწეობს.  კონსტანტინე მეძველია ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის დროს, დაინტერესდა ხელნაწერებისა და პირადი არქივების ბედით და დაიწყო მათიაღწერა–მოწესრიგება. კ. მეზველია სხვადასხვა დროს იყო ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დეკანი (1940-1945წწ.) ამავე ინსტიტუტის პრორექტორი (1945-1960წწ.), რექტორი (1965-1973წწ.). 1942 წლიდან იგი სიცოცხლის უკანასკნელ დღმდე იგი ხელმძღვანელობდა ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრას. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments