კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

კონსტანტინე ანდრონიკოვი (1916-1997) – დიპლომატი, თეოლოგი, მეცნიერი, მთარგმნელი. საფრანგეთის საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე. 1920 წელს ოჯახთან ერთად პარიზში გადასახლდა. საშუალო განათლება მიიღო ინგლისსა(სიფორდის კოლეჯი) და საფრანგეთში(ჟერსონის სკოლა, ჟანსონ დე სელის ლიცეუმი). უმაღლესი განათლება–სორბონის უნივერსიტეტსა და სენტ–სერჟის ორთოდოქსული თეოლოგიის ინსტიტუტში. 1946 წლიდან მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში(ოფიციალური თარჯიმანი ინგლისურ და რუსულ ენებში), შემდეგ რესპუბლიკის პრეზიდენტის აპარატში(სრულუფლებიანი მინისტრის რანგში). ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა კოლეჯსა და უმაღლეს სასწავლებელში(პარიზის დოფინის უნივერსიტეტი, სენტ–სერჟის ინსტიტუტი და სხვ.) იყო თარჯიმანთა და მთარგმნელთა საერთაშორისო ასოციაციის დამაარსებელი და საპატიო პრეზიდენტი, რელიგიის მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის ვიცე–პრეზიდენტი, რუსეთის დიდგვაროვანთა კავშირის წევრი და სხვ. თხზულებები: “ვარსკვლავთა სიკვდილი”(1947), “დღესასწაულთა არსი”(1970), “პასკალის ციკლი”(1985), “ლიტურგიის არსი”(1988). შესრულებული აქვს თარგმანები ინგლისურიდან და რუსულიდან(დ. მერეჟკოვსკი, ვ. კლიუჩევსკი, თ. დოსტოევსკი, რ. ბრედბერი, ვ. ზენკოვსკი, ნ. ბერდიაევი, პ. ფლორენსკი, მ. ბულგაკოვი და სხვ.). მიღებული აქვს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოები: ღირსების ეროვნული ორდენი, საპატიო ლეგიონის ორდენი, წმინდა მიქაელის ორდენი. დაკრძალულია სენ–ჟენევიევ დე ბუას სასაფლაოზე, პარიზი.
       
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments