კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

კონსტანტინე ჩოლოყაშვილი (დ. 18 აგვისტო, 1922, თბილისი — გ. 14 ოქტომბერი, 2013)
ისტორიკოსი, ეთნოლოგი. სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, დოცენტი. საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს თავმჯდომარე; 1991-1996წწ. ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფი ფონდის თავმჯდომარე; თბილისის საპატიო მოქალაქე (2006 წ.); ღირსების ორდენის კავალერი; თბილისის საკრებულოს წევრი (2002- 2006 წწ.).
1945 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მიღებული აქვს დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება. საქართველოს კულტურის სამინისტრომ მიანიჭა საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწის წოდება.
დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.
საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა რუსუდან ჩოლოყაშვილმა.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments