კონსტანტინე კაპანელი (კონსტანტინე ჭანტურაია) (დ. 5 მაისი, 1889, კაპანა — გ. 10 დეკემბერი, 1952) – ფილოსოფოსი, მწერალი. დაამთავრა საფრანგეთის გრენობლის უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტი. მუშაობდა ქუთაისის და ბათუმის სასწავლებლებში; 1923 წლიდან თბილისის კონსერვატორიასა და ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში; 1929 წლიდან მოსკოვის სამხატვრო აკადემიაში კითხულობდა ლექციებს ქართული ხელოვნების შესახებ; 1931 წელს დანიშნეს თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის კათედრის გამგედ; 1931–1933 წლებში იყო მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; თავდაპირველად ნაწარმოებებს წერდა რუსულ ენაზე; მისი პირველი ნაშრომი დაიბეჭდა გაზეთ „ზაკავკაზსკაია რეჩში“ სათაურით „Идея страдания в грузинской литературе“; ცალკე წიგნად აქვს გამოცემული ნაწარმოებები. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

