კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

კონსტანტინე მარჯანიშვილი (დ. 13 აგვისტო 1903, მოსკოვი — გ. 13 თებერვალი, 1981, მოსკოვი) –
მათემატიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1949), საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974), სოციალისტური შრომის გმირი (1973), რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის შვილი.
1924 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1925 წელს საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატმა გერმანიაში მიავლინა საპროფესორო მოღვაწეობისთვის მოსამზადებლად. 1927 წელს გერმანიიდან საქართველოში დაბრუნებული კონსტანტინე მარჯანიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიკო მუსხელიშვილმა აიყვანა ასისტენტად, იმავ დროულად იგი უმაღლესი მათემატიკისა და თეორიული მექანიკის კურსებს კითხულობდა ამიერკავკასიის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტთან ნიკო მუსხელიშვილის ინიციატივით მათემატიკის ინსტიტუტის დაარსების ორგანიზაციასა და საქმიანობაში. 1933 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ იგი დედასთან ერთად საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა და სიცოცხლის ბოლომდე სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში მუშაობდა. ძირითადი შედეგები აქვს მიღებული რიცხვთა ადიციურ თეორიაში და გამოყენებით მათემატიკაში. ავტორია 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა.
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
   
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments