კონსტანტინე მიქაბერიძე (1866-1945)
ექიმი, თერაპევტი. საქართველოს დამსახურებული ექიმი, საზოგადო მოღვაწე,
დაიბადა ქ. ქუთაისში. 1893 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. მუშაობდა თბილისში ვლადიკავკავის პოლკის ექიმად, ფოთში სამხედრო ლაზარეთის გამგედ, გიმნაზიის ექიმად. საკუთარი სახსრებით გახსნა საავადმყოფო და მისი ინიციატივით დაარსდა წითელი ჯვრის საზოგადოება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. იყო ფოთის ქალაქის საბჭოს ხმოსანი.
დაკრძალულია ფოთში, “მაიაკის” სასაფლაოზე.
