კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

კონსტანტინე პიპინაშვილი (დ. 2 ოქტომბერი, 1912, ქუთაისი — გ. 15 აპრილი, 1969, თბილისი) –
კინორეჟისორი, საქართველოს რესპუბლიკის სახალხო არტისტი (1967).
1932 წელს შევიდა მოსკოვის საკავშირო კინოინსტიტუტის სასცენარო-სარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1936 წელს დაამთავრა. რამდენიმე წელი რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა ჯერ „მოსფილმში“, შემდეგ „ქართულ ფილმში“ რეჟისორ-დიპლომანტად. 1937 წელს კ. პიპინაშვილი ისევ აგრძელებს სწავლას იმავე ინსტიტუტში, ამჯერად სარეჟისორო ფაკულტეტზე. აქ მას ხელმძღვანელობდა დიდი ხელოვანი სერგეი ეიზენშტეინი. თბილისში დაბრუნების შემდეგ, 1940 წელს გადაიღო პირველი დამოუკიდებელი მხატვრული ფილმი „ქაჯანა“. ამას მოჰყვა „ხიდი“ (1940), რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობდა ომის დაწყებისთანავე რესპუბლიკურ და საკავშირო ეკრანებზე, „ოქროს ბილიკი“ (1943) და გახმაურებული „აკაკის აკვანი“ (1946). საგულისხმოა ის, რომ უკვე ცნობილი რეჟისორი ეგრეთწოდებული „მცირე ფილმიანობის“ პერიოდში მუშაობდა სადუბლიაჟო საამქროში, დუბლიაჟის რეჟისორად. 1955 წელს კ. პიპინაშვილმა განაახლა ფილმების გადაღება. მისმა სათავგადასავლო-ფანტასტურმა მხატვრულმა ფილმმა „ორი ოკეანის საიდუმლოება“, 1958 წელს ვენეციის ფესტივალზე ერთ-ერთი პრიზიც დაიმსახურა. ამას მოჰყვა კინოფილმები: „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე“ (1958), „სად არის შენი ბედნიერება მზია?“ (1959), „ზღვის შვილები“ (1964), „მოლოდინი“ (1969).
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments