კონსტანტინე სუხიაშვილი (1902-1955)
კონტრ-ადმირალი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, კასპიის უმაღლესი სამხედრო საზღვაო სასწავლებლის უფროსი, 77-ე მეზღვაურთა ბრიგადის მეთაური, პორტკალა-უდის სამხედრო საზღვაო ბაზის მეთაური (1945-1951)
დაიბადა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია 1918 წელს; ლენინგრადის უმაღლესი სამხედრო-საზღვავო სასწავლებელი 1925 წელს; გენშტაბის აკადემია 1955 წელს. 1941-1945წწ. დიდ სამამულო ომში იბრძოდა მოსკოვის მისადგომებთან, თავი გამოიჩინა ვორონეჟისა და როსტოვის განთავისუფლებისათვის ბრძოლებში. 1944 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა საზღვრების ბაზების აღდგენაში.
დაკრძალულია მოსკოვში. ნოვოდევიჩის სსაფლაოზე.
