კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

კონსტანტინე წერეთელი (1921-2004)
ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ-აღმოსავლურ ენათა განყოფილება 1941 წელს.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დაარსების დღიდან(1960) იგი ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილებას. 1991 წლიდან მისი ინიციატივით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშო იქმნება ებრაულ-არამეული ფილოლოგიის კათედრა, რომელსაც უცვლელად ედგა სათავეში. 1994 წელს დაინიშნა განათლების სამინისტროსთან შექმნილი აღმოსავლურ ენათა სწავლების კოორდინაციის ცენტრის ხელმძღვანელად. მისმა შრომებმა არამეულ დიალექტოლოგიაში საფუძველი ჩაუყარა ამ სამეცნიერო დარგის პრობლემათა ფართო კვლევას და ბიძგი მისცა მსოფლიო ორიენტალისტიკაში მის ინტენსიურ განვითარებას. იგი ითვლება არამეული დიალექტოლოგიის მამათავრად.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments