კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

კონსტანტინე ჭიჭინაძე (დ. 18 მაისი, 1891, სოფ. ხიმში (ამბროლაურის რაიონი) — გ. 18 იანვარი, 1960, თბილისი)
პოეტი, მთარგმნელი ტექსტოლოგი, რუსთველოლოგი.
საშუალო განთლება მიიღო ქუთაისსა და ბაქოში. 1916 წელს თბილისში დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი. ერთხანს სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტში. სპეციალობით მიწათმოქმედმა მთელი სიცოცხლე ქართულ ლიტერატურასა და მეცნიერებას შეალია. იგი აქტიურად მონაწილეობდა ჟურნალ „კავკასიონში“
პირველი ლექსი 1908 წელს გაზეთ „ივერიაში“ გამოაქვეყნა.
მნიშვნელოვანია მისი წვლილი რუსთველოლოგიაში. მას დაწერილი აქვს ვეფხისტყაოსანის კვლევა 1934 წელს. მასვე ეკუთვნის ღრმადმეცნიერული ნაშრომი „ალიტერაცია ქართულ შაირში და ვეფხისტყაოსნის პოემა“.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments