კონსტანტინე პაპინაშვილი (დ. 15 სექტემბერი, 1898, თბილისი — გ. 2 მარტი, 1975) – გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1967). 1926 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი გეოფიზიკოსის სპეციალობით. 1930 წელს მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის სამმართველოს ამინდის უნივერსიტეტში. 1936 წლიდან ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების გამგეა. იგი საქართველოში პირველი სინოპტიკოსი იყო, რომელიც ემსახურებოდა ავიაციას ამინდის საიმედო პროგნოზებით და შტორმული გაფრთხილებებით. 1929 წლიდან მიწვეული იყო სინოპტიკოსად ამიერკავკასიის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოში. ამასთან ერთად, ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას. 1950-1952 წლებში იგი შეთავსებით მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის უნივერსიტეტში, სადაც თავისი წვლილი შეიტანა სინოპტიკური კლიმატის გაშუქების საქმეში. 1953 წლიდან დაინიშნა ამიერკავკასიის რეგიონალურ სამეცნიერო-კვლევით ჰიდრომეტეოროლოგიურ უნივერსიტეტში განყოფილების გამგედ. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მისი უშაულო მონაწილეობით შედგა მეთოდური დარიგება მოკლევადიანი პროგნოზის შესახებ. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

